შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.11.2015 | 11:05

Saxo Bank-ის თანადამფუძნებელი: საქართველოში, ევროპულ ქვეყნებზე უკეთესი საბანკო მარეგულირებელი გარემოა

კატეგორია: საფინანსო სექტორი
Saxo Bank-ი მომავალი წლიდან საქართველოში ლარის გამყარებას პროგნოზირებს. ბანკის თანადამფუძნებლის, ლარს სეიერ ქრისტენსენის განცხადებით, დოლარი გამყარების პიკს მიაღწევს, რის შემდეგაც მისი შესუსტება დაიწყება, რაც ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.
 
"დოლარის გამყარებას ორი მხარე აქვს, - ის ეხმარება ექსპორტს და ზრდის გადმორიცხვების მსყიდველუნრიანობას. საბოლოოდ, დოლარი ისე იქცევა, როგორც იქცევა, საქართველოს უნდა გააკეთოს გათვლები და თავიდან აიცილოს გარე შოკები.

მიმაჩნია, რომ მცურავი გაცვლითი კურსი ყოველთვის ამართლებს, რადგან ფიქსირებული რეჟიმები დიდხანს ვერასდროს ძლებს. მცურავი კურსი ბიზნესს უქმნის შესაძლებლობებს უკეთ მოერგოს გარე შოკებს.

პირადად მე მიმაჩნია რომ 2016 წელს ლარი გამყარდება, რადგან ამ პერიოდში დოლარი გამყარების საბოლოო პიკს მიაღწევს და შესუსტებას დაიწყებს", - ამბობს ქრისტენსენი "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში.

Saxo Bank-ის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბანკების რეგულირების სისტემა, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესია. ქრისტენსენის განცხადებით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში რეგულირება იმდენად გამკაცრდა, რომ ბანკების მენეჯერებს რეალური ბიზნესის საწარმოებლად დრო აღარ აქვთ, თუმცა მისივე თქმით საქართველოში ეს ასე არ არის.

"ბოლო დროს ბანკების რეგულირება საკმაოდ გამკაცრდა მთელს მსოფლიოში. ნაწილი საჭირო და აუცილებელიც იყო, თუმცა დიდი ნაწილი ართულებს ბანკებისთვის ფულის სესხებას ან მათ აკისრებს მეტი კაპიტალის მოთხოვნას. ამის შემდეგ ბანკებს უწევთ პრიორიტეტების გამოკვეთა და ამ მომენტში წაგებული რჩება მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის დაკრედიტებაც უფრო მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

სწორი რეგულირება აუცილებელია, რადგან ის ზრდის მომხმარებლის ნდობას ბანკების მიმართ. თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში რეგულირება იმდენად გამკაცრდა, რომ მენეჯერებს უწევთ უფრო მეტი დრო დახარჯონ იურიდიულ საკითხებში გასარკვევად, ვიდრე რეალური ბიზნესის საწარმოებლად. საქართველოში ეს ასე არ არის. აქ ბევრად უკეთესი მარეგულირებელი გარემოა, ვიდრე ზოგიერთ დასავლურ ევროპულ ქვეყნაში, რომელიც ახლა მახსენდება. ასე განაგრძეთ და მხოლოდ აუცილებელ რეგულაციებს დასჯერდით", - ამბობს ლარს სეიერ ქრისტენსენი.
უკან დაბრუნება
220ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი