შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.12.2015 | 10:40

Sberbank-ი სლოვაკეთის ფინანსურ ბაზარს ტოვებს

კატეგორია: მსოფლიო
Sberbank-ი სლოვაკეთში ქვეგანყოფილებას ყიდის და მას ცენტრალურ ევროპაში მოქმედი ფინანსური ჯგუფი Penta ყიდულობს. რუსული მედიის ცნობით, გარიგების პირობები გახმაურებეული არ არის. სლოვაკეთის Sberbank-ის აქტივები დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო სტრატეგიის შესაბამისად იქნა მიღებული.
 
ბანკის ხელმძღვანელის, გერმან გრეფის თქმით, სტრატეგია სანქციებისა და მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო განაახლეს. მანვე დასძინა, რომ მათ თავიანთი საერთაშორისო ბიზნესის ოპტიმიზაცია სურთ და Sberbank-ი ევროპაში დარჩება, როგორც ციფრული ბანკი.

Sberbank-ის ევროპული აქტივები ბანკის აქტივების ერთ მეხუთედს შეადგენენ. ბანკის მხრიდან გეგმაშია სლოვენიის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და უნგრეთის საფინანსო ბაზრების დატოვება.
უკან დაბრუნება
195ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი