ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 09:48

სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტულ დეტალებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს

კატეგორია: ეკონომიკა
სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება, - სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტულ დეტალებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, მთავრობის სხდომის შემდეგ, აღნიშნული პროცესი და შესაბამისი პროცედურები ძალიან დეტალურად განმარტოს, რათა ყველა შესაძლო შეკითხვა ამოიწუროს.

„ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და ასევე, საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკან დაბრუნება
142ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი