კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.11.2015 | 11:00

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

კატეგორია: ბიზნესი
მთავრობის სხდომაზე "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:

• ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით;

• უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით;

• სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე - 0.4 ლარით;

• ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.

• ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.

• ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება - 10 ლარამდე.

მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.
უკან დაბრუნება
212ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი