შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.11.2015 | 17:44

Standard&Poor's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-/B, პროგნოზით სტაბილური, განუსაზღვრა

კატეგორია: ეკონომიკა
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი 'BB-/B სტაბილური განუსაზღვრა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს საგარეო პოზიცია გარე შოკების გამო შესუსტებას მომავალ წელსაც გააგრძელებს, ლარზე დაწოლა კი მაღალ ინფლაციას გამოიწვევს.

სარეიტინგო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ეკონომიკურმა რეცესიამ საქართველოს ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები 2016 წელსაც 2015 წლის მსგავსი იქნება. როგორც საქართველოს შესახებ ანგარიშშია აღნიშნული მომავალ წელს, მოხმარებასა და ინვესტიციებზე გავლენას მომავალი არჩევნებიც იქონიებს. Standard & Poor's-ის მონაცემებით, საგარეო შოკთან ერთად ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს ნავთობზე შემცირებული ფასები და რუსეთში მიმდინარე პროცესები. სარეიტინგო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს გაცვლით კურსზე დაწოლა კვლავ გაგრძელდება, რაც მაღალ ინფლაციას გამოიწვევს.

საქართველოს ანგარიშში საქართველოს მთავრობის ვალზეც არის საუბარი, რომელიც სარეიტინგო სააგენტომ „მოკრძალებულად“ შეაფასა. „საქართველოს მთავრობის ვალის ტვირთი რჩება მოკრძალებული, ფისკალური კონტროლის ქვეშ“, - ნათქვამია შეფასებაში. რეიტინგში აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6 პროცენტით იზრდებოდა, გრძელვადიან პერიოდში, სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოს პერსპექტივა პოზიტიური იქნება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გააგრძელებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოზდვას, რაც რეიტინგზე დადებითად აისახება.

Standard & Poor's-ი ვარაუდობს, რომ ლარის დოლარის მიმართ გაუფასურება, საბანკო სექტორის აქტივბების ხარისხზე იქონიებს გავლენას, რაც დოლარიზაციის 60 პროცენტიანი მაჩვენებლიტ იქნება გამოწვეული. ლარის გაუფასურება სააგენტოს ცნობით, შეამცირებს საბანკო სექტორის საკრედიტო ზრდასაც.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3 პროცნტი იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,8 პროცენტით გაუარესებული მაჩვენებელია.

"საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სისუსტე მისი საგარეო პოზიციაა, რაც მიმდინარე ანგაიშის დეფიციტშიც არის გამოხატული, - ნათქვამია ანგარიშში. "საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა იქონია, შემცირებულმა ექსპორტმა, ფულადმა გზავნილებმა და კურსის გაუფასურებამ, რაც უკრაინის ომის შემდგომ დაიწყო. საქართველოს ექსპორტის 45 პროცენტი დსთ-ს ქვეყნებზე მოდიოდა. უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში სტაბილური დარჩება, თუმცა საგარეო დისბალანდი სავარაუდოდ გამოიწვევს მეტი დაფინანსების მოზიდვის საჭიროებას და შესაბამისად ვალის გაზრდას. ვვარაუდობთ რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, 2015 წლის ბოლო 11 პროცენტამდე გაიზრდება. ", - ნათქვამია ანგარიშში.

Standard & Poor's-ი წლის ბოლომდე საქართველოს ექსპორტის 20 პროცენტით შემცირებას ვარაუდობს. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, სააგენტოს პროგნოზით ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიანი შდა პროდუქტში წინა წლებთან შედარებით, 1-2 პროცენტით შემცირებული იქნება. გასული 5 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები საქართველოს მშპ-ს 9 პროცენტს შეადგენდა. სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონალური პროგნოზი გაუმჯობესებას, 2016 წლიდან დაიწყებს. ასევე სააგენტო ნავთობის ფასების მცირე ზრდასაც ვარაუდობს.

სააგენტო აღნიშნავს რომ სახელმწიფო ვალის დაახლოებით 40 პროცენტი კერძო სექტორს ეკუთვნის, რომელიც შეღავათიანი განაკვეთით და ხანგრძლივი დროის პერიოდით ხასიათდება. სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა დამატებითი დახმარება იქნება.

სარეიტინგო სააგენტოს ინფორმაციით 2015 წლის იანვრიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ 27 პროცენტით გაუფასურდა, რაზე გავლენაც რუსული რუბლის შესუსტებამაც იქონია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში უცხოური ვალუტის კონტრიბუტორები ტურისტებიც არიან, რომელთა რაოდენობის შემცირებამ ასახვა ლარზე იქონია. „საქართველოში საკმაოდ მაღალია პროპორცია უცხოულ ვალუტაში დენომინირებული ვალის მსესხებლების, რომლებიც ფულს ადგილობრივ ვალუტაში გამოიმუშავენ, ამან კი შესაძლოა გადახდიუნარიანობის პრობლემა შექმნას, ეს კი კერძო სექტორზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ჩვენ ველოდებით რომ საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი გაუარესდება, საკრედიტო ზრდის ტემპი კი შემცირდება. ველოდებით, რომ საქართველოში გაგრძელდება შიდა პოლიტიკური გაურკვევლობა, რომელიც კოალიციის შიგნით ბრძოლამ და მინისტრთა კაბინეტის შეცვლამ წამოწია წინ , რაც გაურკვევლობას მატებს ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი მოლოდინები ზრდასთან დაკავშირებით, 2015 და 2016 წლებზე", - ვკითხულობთ ანგარიშში. პროგნოზის შემცირების მიზეზად სახელდება რეგიონალურ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემცირებული მოთხოვნაც და მომავალი საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ფაქტორები.
სარეიტინგო სააგენტო საქართველოში ინვესტიციები ზრდას პროგნოზირებს თუმცა აღნიშნავს, რომ ის არ იქნება ისეთი მაღალი როგორც ეს 2014 წელს იყო. სააგენტოს ინფორმაციითვე, კურსზე ზეწოლა სრულად არ ასახულა რეალურ ეკონომიკაში და ლარი რეგიონის ვალუტებთან შედარებით მეტად მდგრადი დარჩა.

"გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს პოტენციალი ძლიერი რჩება, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ციფრებშიც ჩანს. საქართველო დიდი შესაძლებლობები აქვს ჰიდროელექტორსადგურების კუთხით, ქვეყანაში ბევრი გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. საქართველო პოპულარული ტურისტული მარშუტია, ასევე ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რაც ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო მარშუტზე გადის, აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასაც.  2015 წლის მონაცემები მზარდ ფისკალურ დეფიციტზე მიუთითებს, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის მშპ-ს 4 პროცენტზე 2018 წლამდე შენარჩუნდება", - განმარტავენ სარეიტინგო სააგენტოში.

სარეიტინგო სააგენტო საქართველოს საბანკო სექტორს კარგად კაპიტალიზირებულად და ლიკვიდურად აფასებს. თუმცა სააგენტო სესხების უმეტესობის უცხოურ ვალუტაში დენომინირების გამო, აქტივების გაუარესებას ვარაუდობს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დელარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, - „ველოდებით რომ 2015 წელს ბანკებში რესტრუქტურიზაციის მოთხოვნები გაიზრდება. თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს მთავრობის მხრიდან, ბანკების მხარდხასაჭერად რეკაპიტალიზაციის საჭიროებას.

სააგენტო ამბობს რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ზრდა სუსტი იქნება. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია შემცირდება თუკი რადიკალურად გაიზრდება საგარეო ვალი და შემცირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ასევე რეიტინგის შემცირება შესაძლოა გამოიწვიოს არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ.

რაც შეეხება რეიტინგის ზრდას, სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საგარეო შოკი შესუსტდება და შესაბამისად გაიზრდება ქვეყნის ექსპორტი, სარეიტინგო სააგენტო საკუთარ პროგნოზს გააუმჯობესებს.
უკან დაბრუნება
528ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი