ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
31.12.2015 | 17:16

თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 30 დეკემბრის მონაცემებითაც 101%-ით შესრულდა

კატეგორია: ეკონომიკა
თბილისის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 30 დეკემბრის მონაცემებითაც გადაჭარბებით - 101%–ით შესრულდა და 966,1 მილიონ ლარი შეადგინა. "მონაცემი საბოლოო დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, წელს საკასო შესრულების უპრეცენდენტოდ მაღალი - 97%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 934,1 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მოცულობის საკასო ხარჯი არცერთ წელს არ გაწეულა.
 
30 დეკემბრის მონაცემებით, თბილისის მერიის დეპოზიტი ბანკში შეადგენს 5,0 მილიონ ლარს, ხოლო ხაზინის ანგარიშზე - 26,2 მილიონ ლარს. ჯამურად ანგარიშებზე ნაშთი კი დაახლოებით 31,2 მილიონ ლარია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - მაგ.: 2012 წელს ნაშთი შეადგენდა 36.7 მილიონ ლარს, ხოლო 2013 წელს 50,4 მილიონ ლარს“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ოპონენტების ვნებათაღელვაც უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ამასთან, დავით ნარმანიამ მიმდინარე წლის ბოლო დღეს 2015 წელი შეაჯამა და 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„2015 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და დედაქალაქისთვის. წელს ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა პროგრამები.

2015 წელს გაორმაგდა ჯანდაცვის პროგრამების რადენობა, მათ შორისაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა, C ჰეპატიტით დაავადებულთათვის, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, საჭირო კვლევების დაფინანსების, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამები და სხვ. დაიწყო სოციალური მომსახურების 4 ახალი პროგრამის განხორციელება, მათ შორის : 500-მდე სოცდაუცველმა ოჯახმა ისარგებლა ახალშობილებისთვის, ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების პროგრამით, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის , შშმ პირების დახმარების პროგრამით ისარგებლა დაახლოებით 850-მა ბენეფიციარმა და ა.შ.

რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია „კომუნალური სუბსიდიის“ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი 38 000 ოჯახისთვის დაიხარჯა 19 მილიონი ლარი, ნაცვლად 9,5 მილიონი ლარისა, როგორც ეს წინა წლებში იყო.

უსახლკაროთა პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა რეალური ნაბიჯები, მათ შორის - ლილოში აშენდა კაპიტალური ტიპის, 240 ბენეფიციარზე გათვლილი, უსახლკაროთა თავშესაფარი, დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც გააუმჯობესებს ამ ადამიანების საცხოვრებელ პირობებსა და გარემოს.

რაც შეეხება საგზაო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, კაპიტალურად შეკეთდა : თამარაშვილის, დადიანის, ახვლედიანის, გოგებაშვილის ქუჩები, თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძი და თბილისის ზღვის შემოვლითი 12 კილომეტრიანი გზა. ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით დაგეგმილია : კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა, აეროპორტის ხიდიდან-ლოჭინის ხიდამდე გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე, კახეთის გზატკეცილის დაკავშირება თბილისის ზღვასთან. უკვე დავიწყეთ პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა! ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქალაქში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახლავთ სამომავლო პროექტები, რომელთა მეშვეობითაც თბილისი ძალიან მალე ინფრასტრუქტურული თვასაზრისით განვითარებულ და კეთილმოწყობილ ქალაქად იქცევა.

როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისს ძალიან მალე ექნება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა! ამასთან, ქალაქის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია.

თბილისში 2,5 მლნ კვ.მ-მდე სხვადასხვა ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა. წლის განმავლობაში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა გამწვანების ღონისძიებები. დასრულდა130 სკვერისა და ბაღის მოწყობა-რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 101 სკვერისა და ბაღის მოწყობა.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა ხნის წინ ჩვენ დავამტკიცეთ მუნიციპალური შენობა-ნაგებობების და სივრცეების ადაპტირების 3 წლიანი პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მუნიციპალური შენობა-ნაგებობა და ძირითადი სივრცე იქნება სრულად ადაპტირებული და ამ მიმართულებით 3 წლის განმავლობაში 14 000 000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება განათლებას, სპორტსა და ახალგაზრდობას, მნიშვნელოვანია, რომ განათლების ხელმისაწვდომობისა და ხელშეწყობის მიზნით დარეგულირდა სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურები, რაც, მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ძალიან დიდ პრობლემებს უკავშირდებოდა. თქვენ კარგად იცით, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ნაციონალური მოძრაობის ოფისები იყო განთავსებული. ეს პროცესი დასრულდა, ახლა მიმდინარეობს 7 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა და მომავალ წელს იგეგმება კიდევ 10 საბავშვო ბაგა-ბაღის აშენება. 106 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დაემატა 80 ახალი ჯგუფი და დამატებით 3500 ბავშვის მიღება შევძელით, რაც 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია.

რაც შეეხება კულტურას და სპორტს, წლის განმავლობაში განხორციელდა 250-მდე საერთაშორისო - გაცვლითი, საგამომცემლო პროექტი, კონკურსი, ფესტივალი, სპექტაკლი და სხვა ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ შეირჩა ადგილი საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონისათვის, მიმდინარეობს საპროეტქო სამუშაოები. შეიქმნა თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიის საბჭო და მისი რეკომენდაციით დაიწყო არქეოლოგიური სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ამასთან, ჩვენ წელს ღირსეულად ვუმასპინძლეთ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინვენტარის შეძენა, მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სულ რამდენიმე დღის წინ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგები და წლის საუკეთესო მატჩად 11 აგვისტოს თბილისში "დინამო არენაზე" გამართული სუპერთასის მატჩი დასახელდა, რაც ჩვენთვის, ასევე, ძალიან სასიხარულოა! 2015 წელს თბილისმა შეძლო, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავი ღირსეულად წარმოეჩინა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
უკან დაბრუნება
185ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი