პარ, 24 მარტი
პარ, 24 მარტი
ახალი ამბები:
ENG
09.01.2017 | 16:00

თბილისში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

კატეგორია: საზოგადოება
თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. დედაქალაქს 2017 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება. სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის მიხედვით აშენდება 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა. თბილისის მერის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომპლექსი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია, ობიექტის კონცეფციაც საინტერესო და ევროსტანდარტების შესაბამისია.

„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, აქ წელს უნდა გაიმართოს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშები. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს და ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა დაგეგმილ ვადებში დავასრულოთ. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი და დაპროექტებული სავარჯიშო კომპლექსი, რომლის სახითაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ობიექტი შეემატება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

უკვე დასრულდა ტერიტორიის ლანდშაფტური ფორმირება-მოედნის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები და ღობის კედლების მოწყობა. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის და ტრიბუნების მშენებლობა. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა სტადიონების საფარი. 2017 წელს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრების ნაწილი რაგბის ახალ სტადიონზე გაიმართება. რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.
უკან დაბრუნება
402ნახვა
თბილისში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი