შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 10:19

TeddyBot - ქართველი ახალგაზრდების შექმნილი "ჭკვიანი დათუნია", რომელიც ძიძის ფუნქციას შეასრულებს

ავტორი: საქმიანი დილა
კატეგორია: ბიზნესი
TeddyBot, - ეს არის დათუნია რომელიც აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციით, რაც ბავშვის მოვლისთვისაა საჭირო. დათუნიას, შეუძლია შეგახსენოთ როდის უწევს თქვენს ბავშვს კვება, როდის სძინავს მას ღრმა ძილით და როდის აპირებს გაღვიძებას, დათუნია თქვენს შვილს ზღაპარსაც მოუყვება. მაშინ, როდესაც TeddyBot-ი თქვენს შვილს აწყნარებს, ის შესაბამის შეტყობინებას დედას ტელეფონით უგზავნის.
 
იდეა სამ ახალგაზრდა გოგონას ეკუთვნის, რომლებმაც გამოგონება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰაკათონის პროექტის ფარგლებში შექმნეს. პირველი პროტოტიპი შედარებით ნაკლები ფუნქციით იყო აღჭურვილი, თუმცა დროთა განმავლობაში მისი დახვეწვა მოხვდა. TeddyBot „SEED FORUM“-საქართველოს გამარჯვებულიც არის, ჭკვიანი დათუნიას იდეას მისი შემქმნელები ტალინში გამართაულ გამოფენაზე გაიტანენ, სადაც შესაბამის ინვესტორს მოიძიებენ.

"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი პატარა მოწყობილობა რომელიც მშობლებს გაუადვილებდა საქმიანობას და ბავშვის მოვლას", - აცხადებს იდეის ავტორი ლანა რეხვიაშვილი.

TeddyBot-ის მართვა მობილური აპლიკაცით არის შესაძლებელი, მასში ინტეგრირებულია baby monitor-ის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწორად იქნას დაცული ბავშვის კვების განრიგი. ძილის ფაზის გაზომვას სათამაშო სუნქვის სიხშირით ახერხებს, რის შემდეგაც ბავშვს სპეციალურ მელოდიას ურთავს.

TeddyBot-ი ჯერ-ჯერობით გაყიდვაში არ არის. 
უკან დაბრუნება
1152ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი