შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.11.2015 | 15:27

თემურ მაისურაძე: პირველი სამი წელი აწეწილი საკანონმდებლო ჩარჩოს დალაგებას მოვუნდით

კატეგორია: ბიზნესი
"ყვლა ბიზნესმა მინდა გულზე ხელი დაიდოს და თქვას, განსხვავდება თუ არა დღევანდელი ეკონომიკური გარემო, წინასგან", - აღნიშნულის შესახებ თემურ მაისურაძემ, გადაცემა ბიზნესკონტაქტში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს ისეთი ინვესტიციები, როგორსაც მგალიტად სსთი პარკი ახორციელებს.

"ყვლა ბიზნესმა მინდა გულზე ხელი დაიდოს და თქვას, განსხვავდება თუ არა დღევანდელი ეკონომიკური გარემოს, დღევანდელი მუშაობის შესაძლებლობები იმ დროს, როცა ისინი მუსაობდნენ. რეგიონში ყველაზე კარგი საინვესტიციო გარემო გვაქვს, მაგრამ ეს ის გარემო არ არის, რომელიც მე მინდა. იმიტომ, რომ მე მინდა საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყოს ორნიშნა რიცხვს ზემოთ. დახედეთ რუქაზე და ნახეთ რა რეგიონში ვიმყოფებით და როგორი საგარეო მდომარეობა გვაქვს. გადახედეთ იმ საგანმანათლებლო და კვლევით სისტემას, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უბრალოდ თავი მოაჭრა და სამი წელია ვწვალობთ, რომ როგორმე იქნებ ეს კვლევები აღვადგინოთ და საგანმანათლებლო სისტემა ისევ იმას დავამსგავსოთ, რასაც დღეს თანამედროვე სტანდარტი ქვია.

რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას, ისეთი ინვესტიციები, როგორიც "სითი პარკს" აქვს, ჩვენ არ გვინდა. თეთრი საღებავებით შემოღობილ მანქანების სადგომზე საქართველოს მოქალაქე იხდის ფულს, იხდის ჯარიმას და მხოლოდ რამდენიმე მოსამსახურის ხელფასი რჩება აქ, დანარჩენი კონვერტირდება და გადის უცხოეთში. ინვესტიცია უნდა იყოს გამიზნული ისე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სარგებელი მეტი იყოს.

პირველი სამი წელიწადი მათ მიერ აწეწილ საკანონმდებლო ჩარჩოს დალაგებას მოვუნდით, რომელც კონკრეტული მიმართულებებით იყო განვითარებული და სამწუხაროდ კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებოდა. საქარველოში არ ყოფილა ეკონომიკური გარემო, რომელიც კონკურენციაზე იყო აწყობილი. იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ და ქვემოთ მართვადი ეკნომიკური გარემო, სადაც ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინა და პატარა კომპანიები მხოლოდ მათი სატელიტები იყვნენ. ჩვენ გვინა, რომ ეს ეკონომიკური სივრცე კონკურენტულ ეკონომიკურ გარემოდ გარდაიქმნას, სადაც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ კომპანიები და არა სატელეფონო ზარები", - განაცხადა თემურ მაისურაძემ.
უკან დაბრუნება
161ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი