ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 18:33

თემურ მაისურაძე: საქართველოში არა მარტო მთა იცლება მოსახლეობისგან

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენი პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ მთის პრობლემა“, - აღნიშნულის შესახებ, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი თემურ მაისურაძე აცხადებს. მაისურაძის განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტს მეტი შედეგი ექნება თუ კანონში კონკრეტული მიდგომები შეიცვლება.
 
"ჩვენი პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ მთის პრობლემა. საქართველოს მოსახლეობა არა მარტო მთიდან იცლება, არამედ სხვა ტერიტორიებიდანაც. მარტივად, რომ ვთქვათ მოსახლეობა იქით მიდის, სადაც ბიზნესის კეთება უფრო ადვილია. საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქებში მოიყარა თავი და სოფლები არა მხოლოდ მთაში, არამედ მთელ რეგიონებში დაიცალა. იმისთვის, რომ საქართველოს მთელი ტერიტორიები და ადამიანური რესურსები სწორად იქნეს გამოყენებული, მიმაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ მთის კანონი საკმარისი არ არის. განსხვავებული ხედვა მაქვს და ვიმედოვნებ, ასეთი მიმართულების განხილვაც მოხდება.

ამ პროექტს თავისი დანიშნულება აქვს და თავისი შედეგი ექნება, მაგრამ ეს შედეგი შეიძლება გაცილებით უფრო დიდი იყოს, თუ სხვანაირი მიდგომა ექნება", - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი მომავალი წლიდან ამოქმედდება და ის 1600-მდე დასახლებაში სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
უკან დაბრუნება
214ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი