შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 13:12

თენგიზ შერგელაშვილი: მთის მინისტრის პოსტის შექმნა არ განიხილება

კატეგორია: კანონმდებლობა
"მთის მინისტრის პოსტის შექმნის საკითხი არ განიხილება", - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა. შერგელაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებულ პირობებში ჩაყენება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. "მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათების არსებობა კონსტიტუციის მოთხოვნაა. ეს არის პოლიტიკურად სტრატეგიული გადაწყვეტილება", - განაცხადა შერგელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებებში, სოციალურ შეღავათებზე 2016 წელს 40 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, 2017 წელს კი ეს თანხა გაიზრდება.
უკან დაბრუნება
282ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი