შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 17:28

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 14 მილიარდი დოლარი დაჯდება

კატეგორია: მსოფლიო
2020 წელს ტოკიოში ჩასატარებელი ოლიმპიური თამაშები ორგანიზატორებს 6-ჯერ უფრო ძვირი უჯდებათ ვიდრე ნავარაუდევი იყო. Reuters-ის ინფორმაციით, ჯამი დაახლოვებით 1,8 ტრილიონი იენით (14,9 მილიარდი დოლარით) განისაზღვრება. ასეთი მოცულობით ხარჯების გაზრდის მიზეზი გაუთავლისწინებელი დეტალები გახდა, მაგალითად ისეთი როგორიცაა დამატებითი საგზაო ხაზების მშენებლობა, თანამშრომელთა ხარჯების ზრდა და სამუშაო აღჭურვილობაზე მომატებული ფასები. ოლიმპიური თამაშების კომიტეტმა ტოკიოში სპონსორებისგან და ბილეთების გაყიდვისგან შესაძლოა მხოლოდ 450 მილიარდი იენი (3,7 მილიარდი დოლარი) მიიღოს, რაც იმას ნიშნავს რომ 1 ტრილიონი იენი (8,3 მილიარდი დოლარი) ორგანიზატორებს კიდევ აკლდებათ. საერთო ხარჯები ოლიმიური თამაშების ორგანიზებისათვის 2,1 ტრილიონი იენია ( 17,4 მილიარდი დოლარი). ხარჯები საორგანიზაციო კომიტეტმა, ტოკიოს მთავრობამ და იაპონიის ხელისუფლებამ უნდა დაფაროს.
უკან დაბრუნება
229ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი