კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 13:24

თოვლზე სასრიალოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები დღგ-სგან თავისუფლდება

კატეგორია: ბიზნესი
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისკომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე.
 
წარმოდგენილი კანონპროექტით გადასახადის გადამხდელს უფლება ეძლევა წილობრივი ფასიანი ქაღალდების ანდა საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების, საფონდო ბირჟაზე (მათ შორის უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან დაკავშირებით. რაც, ინიციატორთა განმატრებით, ხელს შეუწყობს საქართველოს საწარმოების მიერ დამატებითი კაპიტალის მოზიდვას. აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ასევე, პროექტით დღგ-სგან თავისუფლდება სპეციალურად თოვლზე სასრიალოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს მათი იმპორტის წახალისებასა და მთიანი კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდას.

ინიციატორთა მოთხოვნით კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
უკან დაბრუნება
375ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი