შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 10:08

Travelchannel-ი საქართველოს საუკეთესო მიმართულებების ათეულში ასახელებს

კატეგორია: ბიზნესი
გამოცემა Travelchannel-ი 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. საუკეთესო ათეულში მოხვდა საქართველოც. „ისტორიის მოყვარულები და არქიტექტურის ფანები ამ ევრაზიულ მიმართულებას იმ ქვეყნების სიაში ახვედრებენ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. საქართველოს დედაქალაქმა 2015 წელს ღვინის ფესტივალსა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა“, - წერს გამოცემა.
 
Travelchannel-ი მკითხველს საქართველოს ღვინის ტურებსაც აცნობს და აღნიშნავს, რომ კახეთში დაყენებული ღვინის ფასები საფრანგეთისა და იტალიის მსგავსია. გამოცემა მკითხველს ყაზბეგისა და ბათუმის მონახულებასაც ურჩევს.
უკან დაბრუნება
413ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი