ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.01.2016 | 11:51

თურქეთი რამდენიმე ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გეგმავს

კატეგორია: მსოფლიო
თურქეთი პაკისტანთან, იაპონიასთან, მექსიკასა და უკრაინასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან თურქეთი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან შეღავათიან სავაჭრი შეთანხმებების განახორციელებას გააგრძელებს,-წერს თურქული გამოცემა Haber 7-ი. ამას თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ "საგზაო რუკა" ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღო, ოფიციალურმა ანკარამ სანქციებით მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის, ალტერნატიული ბაზრების ძიებაზე მუშაობა დააჩქარა. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთი პაკისტანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის ინიციატივით უკვე გამოვიდა. ანალოგიურ შეთანხმებებს ხელი უნდა მოეწეროს იაპონია, მექსიკა, პერუსა და უკრაინასთან.

2016 წლის 1 იანვრიდან თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის ეკონომიკური სანქციები ძალაში შევიდა. კერძოდ, აკრძალვა შეეხო თურქულ ბოსტნეულს, ხილს, ფრინველის ხორცს და ა.შ. გარდა ამისა, სანქციები ორგანიზაცების ჩარტერულ რეისებსა და ტურისტულ სფეროს მოიცავს. 2016 წლიდანორ ქვეყანას შორის, სავიზო რეჟიმი შევიდა ძალაში. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსული თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდო.
უკან დაბრუნება
218ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი