ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 13:04

თურქეთის ელჩი: ჩვენ შევეცდებით, საქართველოდან პროდუქციის იმპორტი გავაფართოვოთ

კატეგორია: ბიზნესი
თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუა გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ აცხადებს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა საქართველოზე გავლენას არ იქონიებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, თურქეთმა შესაძლოა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გადახედოს.
 
"საქართველოსთვის ნომერ პირველი პარტნიორი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ვაჭრობას და ინვესტირებას იმის მიუხედავად თუ რა სიტუაცია შეგვექმნება რუსეთთან. ბევრი ქართველი თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს, ხდება ფულადი გადმორიცხვები და ეს გაგრძელდება აუცილებლად. რუსეთის მიერ მიღებული ზომები ჩვენ გვესახება დროებითად. ჩვენ უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები და ვიფიქროთ ბაზრის ჩანაცვლებაზე, საქართველოც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი.

არის ბევრი სექტორი, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მიიღოს, ეს არის ენერგეტიკა, მშენებლობა, ჯანდაცვა, განათლება. ჩვენ შესაძლოა გადავსინჯოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსთან, გვაქვს საშუალება, რომ ის კიდევ გავაღრმავოთ. ჩვენ შევეცდებით გავაფართოვოთ პროდუქციის იმპორტი საქართველოდან", - განაცხადა ელჩმა.
უკან დაბრუნება
196ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი