ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 12:48

თურქეთის ელჩი რუსეთის სანქციებზე: სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენთვის დაუძლეველი პრობლემა არ არის

კატეგორია: ბიზნესი
თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუა, აცხადებს რომ რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ქვეყნის ტურიზმსა და სოფლის მეურნეობის სექტორზე უარყოფითად აისახება, თუმცა ეს თურქეთისთვის დაუძლეველ პრობლემას და ბარიერს არ წარმოადგენს.

"თურქეთში პოზიცია არის სანქციების წინააღმდეგ, - ჩვენ არ ვთვლით რომ ეს არის ეფექტური იარაღი. თვითმფრინავის ჩამოგდება არ იყო თურქეთის მხრიდან წინასწარ განსაზღვრული აგრესიის აქტი, - ეს იყო ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება და არ ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი უნდა ვაქციოთ ორმხრივ კრიზისად. იმედი გვაქვს რომ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და გავხსნით დიპლომატიური დიალოგის არხებს რუს კოლეგებთან და მოვახდენთ აღნიშნული აგრესიის ესკალაციას.

რუსეთმა ეკონომიკური ზომები გაატარა თურქეთის წინააღმდეგ, აკრძალა სხვადასხვა საიმპორტო პროდუქტები. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა აღნიშნული რეალობა. ამან რა თქმა უნდა შესაძლოა მოიტანოს უარყოფითი გავლენა ტურიზმზე და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებზე, მაგრამ არ მგონია რომ ეს ჩვენთვის დაუძლეველი პრობლემა და ბარიერია", - განაცხადა ელჩმა გადაცემა "ბიზნესკონტაქტში". 
უკან დაბრუნება
201ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი