შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2016 | 10:48

უკრაინამ რუსული წარმოების 43 სახეობის პროდუქტი აკრძალა

კატეგორია: მსოფლიო
უკრაინაში ძალაში რუსული წარმოების 43 სახეობის პროდუქტზე აკრძალვა შევიდა , მათ შორის არის, სიგარეტი, არაყი და საკონდიტრო ნაწარმი. აკრძალული ნივთების სიაშია ასევე ხორცი, გაყინული ხორცის პროდუქცია, გაყინული და შებოლილი თევზი, რზე, ყველი, სხვადასხვა სახის ყავა, შავი ჩაი, ალაოს ლუდი, ეთილის სპირი, ძაღლის და კაის საკვები, ძეხვი და. ა. შ. აკრძალულია ასევე რკინიგზის ან ტრამვაის დიზელის ელმავლების ლოკომოტივების აღჭურვილობა.
 
დასახელებულ პროდუქციაზე აკრძალვა უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ 29 დეკემბერს დააწესა. გადაწყვეტილება ოფიციალურმაკიევმა რუსეთის საპასუხოდ მიიღო. თავის მხრივ მოსკოვმა დსთ წევრობის ფარგლებში უკრაინასან თავისუფალი ვაჭრობის პირბები შეცვალა. ნულოვანი დაბეგვრის ნაცვლად, უკრაინული საქონელი რუსეთში შესვლისას 3-9 % ით იბეგრება.

კრემლისგადაწყვეტილებაზეწ გავლენა უკრაინასა და ევროკავშირს შორის ავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებამ გამოიწვია, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა.

უკრაინის მხრიდან პრემიერმა არსენ იაცენუკმა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელი ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს 2014 წლის 1 მარტს მოაწერეს. ეკონომიკურ ნაწილზე შეთანხმება ამავე წლის 27 ივნისს შედგა.

2014 წლის აპრილში უკრაინამ მიიღო უფლება 1ნოემბრადმე საბაჟო გადასახაადის გარეშე განეთავსებინა 36 დასახელების პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით ვადა 2015 წლამდე გაიზარდა, რის შემდეგაც მოსკოვის მოთხოვნით 2014 წლის 12 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის. კიევი დათანხმდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ამოქმედების გადადებას, ვადა 2015 წლის 31 დეკემბერი იყო. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირმა შეუნარჩუნა უკრაინას უფლება ბაზარზე საქონელი მაინც გაეტანა.
უკან დაბრუნება
302ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი