შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.12.2015 | 12:12

უკრაინაში გაზპრომი მონოპოლისტად გამოაცხადეს

კატეგორია: მსოფლიო
უკრაინული გამოცემა "УНИАН"-ი უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, კომიტეტმა კომპანია გაზპრომი მონოპოლისტად აღიარა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, გაზპრომი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას უკრაინის ტერიტორიაზე. იური ტერენტევის თქმით, 2014 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ 92 მილიარდი კუბამეტრი შეადგინა, ხოლო აგვისტოში იგივე ინდიკატორით 62 მილიარდი კუბამეტრი იყო, რაც კონტრაქტის პირობებს არღვევს. „ჩვენ 2016 წლის 14 იანვარს 10:00 საათზე კომპანია გაზპრომის წარმომადგენლებს კიევში ველოდებით. სწორედ ამ დროს გაიმართება სხდომა რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მონოპოლიიის ბოროტად გამოყენების საკითხს განიხილავს", -  განაცხადა ტერენტევმა.
უკან დაბრუნება
177ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი