შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.12.2015 | 17:42

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ავეჯის ბიზნესი დატოვა

კატეგორია: მსოფლიო
უკრაინის ეროვნული ბანკის საქმიანობა 2015 წელს, სავარაუდოდ "ყველაზე ცუდად" შეფასდება, თუმცა მარეგულირებელმა ავეჯის ბიზნესიდან მაინც შეძლო გამოსვლა, - წერს Bloomberg.
 
სააგენტომ ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობა დათვალა და აღმოჩნდა, რომ უკრაინის ეროვნულ ბანკში 18 თვის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა მას ვალერია გონტარევა ხელმძღვანელობს, 12 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირეს. Bloomberg -ის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულ ბანკს ათობით მცირე ავეჯის საწარმო ეკუთვნოდა, რომლებიც თაროების და ბრონირებული კარებების წარმოებით იყვნენ დაკავებული. საწარმოები კიევის გარეუბანში, ბანკის საკუთარებაში არსებულ შენობაში იყო განთავსებული.

"ჩვენ ვიპოვეთ მთელი საწარმო, რომლის შენახვა წელიწადში $260 ათასი ჯდებოდა. ეს დამოუკიდებელი წარმოება იყო, სადაც 65 ადამიანი მუშაობდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილემ ვლადისლავ რაშკოვანმა.

უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჯამში 335 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე მეზობელ პოლონეთში, ხოლო პოლონეთის ეკონომიკა 4-ჯერ დიდია, ვიდრე უკრაინის.

წინა პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, სახელმწიფო აპარატის მომსახურება ქვეყნის მშპ-ის 47% ჯდებოდა და ეს უფრო მეტია, ვიდრე ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ პირობა დადო, რომ ამ ხარჯს 2016 წელს მშპ-ის 41%-მდე შეამცირებს.
უკან დაბრუნება
255ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი