ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.01.2016 | 12:22

ვენესუელას პრეზიდენტმა ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

კატეგორია: მსოფლიო
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ბრძანება ვენესუელას მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა. ინფლაცია ვენესუელაში 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 2015 წელს 141,5%-ია, - ინფორმაციას ვენესუელას ცენტრალური ბანკის სტატისტიკა მოწმობს. 2015 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ 7,1%-ით შემცირდა. ეკონომიკის მინისტრის ლუის სალასმა განმარტა, რომ ახალი რეჟიმი ეკონომიკაში არსებული სიტუაციის გამოა შემოღებული, რომელზეც გავლენას ნავთობზე ფასის ვარდნა ახდენს. „ეს ეკონომიკურად საგანგებო მდგომარეობაა", - განაცხადა მან. ნაწილობრივ ის ითვალისწინებს სახელმწიფოსთვის დამატებითი თანხების შენარჩუნებას, საკვებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ასევე წარმოადგენს გარკვეულ ზომებს რათა თავიდან იყოს აცილებული საგადასახადო ეროზია.
 
"ვენესუელამ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი როლის თამაში ნავთობის ბაზარზე. სხვა გზა არ არის", - განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ სიტყვით გამოსვლისას, როდესაც მოსახლეობას საგანგებო ზომების შესახებ ანგარიშსს აბარებდა. მისი თქმით, ვენესუელას წინააღმდეგ ეკონომიკური ომი მიმდინარეობს, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ "არატრადიციული შეიარაღება" გამოიყენა. მადუროს განცხადებით, არც ისე დიდი ხნის წინ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება დასტურია, რომ მოქმედი ეკონომიკური სტრატეგია ვერ შედგა. მისივე განცხადებით, ვენესუელას არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა რომ აღადგინოს ფასები ნავთობზე.
უკან დაბრუნება
402ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი