კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.12.2015 | 10:38

Visa-მ და MasterCard-მა რუსული ბანკების მომსახურება გათიშეს

კატეგორია: მსოფლიო
საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Visa-მ და MasterCard-მა იმ რუსული ბანკების მომსახურება გათიშეს, რომლებიც აშშ-ს მიერ 22 დეკემბერს გამოცხადებული სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ. სიაში მოხვედრილი ბანკების ნაწილისთვის Visa და MasterCard-ის მომსახურების ზოგიერთი ოპერაცა შეიზღუდა. 22 დეკემბერს აშშ ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების მართვის ოფისმა რუსეთის მიმართ სანქციების ჩამონათვალი გააფართოვა. შავი სია Genbank_მა, Krayinvestbank_მა და სევასტოპოლის საზღვაო ბანკთან ერთად, Inresbank_მა და Mosoblbank_მა შეავსეს. MasterCard_ის წარმომადგენელის განმარტებით, ბარათის მომსახურების შენარჩუნებას „ვერხნევოლჟესკის“ ბანკი ეროვნული საგადასახადო ბარათებით (NBTS) შეძებს. Visa _ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარგობრივი სანქციები არ ეხება ოპერაციებს, რომელიც Visa ბარათის გამოყენებით ტრანზაქციებს გულისხმობს. თუმცა, Visa-ს წამომადგენელი კითხვაზე პასუხს, რომელიც ბანკების შავ სიას ეხება პასუხს არ სცემს. Inresbank_ი და Mosoblbank-ი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სანქციები მათ კლიენტეს პრობლემას არ შეუქმნის.
უკან დაბრუნება
336ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი