კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.12.2015 | 12:40

Volkswagen-ი "Das Auto"-ს სლოგანს ემშვიდობება

კატეგორია: მსოფლიო
დიზელის ძრავებზე გამოწვეული სკანდალის შემდეგ, Volkswagen-მა გადაწყვიტა ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყოს და Volkswagen Das Auto-ის სლოგანზე უარი თქვას. სლოგანს კომპანია 2007 წლიდან იყენებდა.
 
„ძველი სლოგანი კომპანიის ამბიციებს არ აკმაყოფილებს, რათა საავტომობილო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ცვლილება მოახდინოს და საკუთარი ელექტრო ავტომობილი შექმნას“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

Volkswagen-ის ხელმძღვანელობამ ახალი სარეკლამო კამპანია უკვე შეიმუშავა, მაგრამ მისი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ კომპანის კაპიტალიზაცია გაუმართავი ძრავის გამო გამოწვეული სკანდალის შემდეგ 52 მილიონ ევრომდე დაეცა.
უკან დაბრუნება
308ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი