კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
03.12.2015 | 11:23

წლიური ინფლაცია 50-თვიან მაქსიმუმზეა

კატეგორია: ეკონომიკა
2015 წლის ნოემბერში 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაცია 50 თვის მაქსიმუმზეა, ბოლოს ასეთ მაღალ ნიშნულზე ინფლაციის დონე 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 7,2 პროცენტი იყო. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 2015-2016 წლებისთვის, 5 პროცენტია. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5,8 პროცენტი იყო. 
 
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი კი 3,8 პროცენტია. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 5,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,58 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (28,3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 12,9 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0,81 პროცენტული პუნქტით აისახა;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (11,2 პროცენტი).
უკან დაბრუნება
241ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი