შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.11.2015 | 16:53

ხობში ასანთის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

კატეგორია: ბიზნესი
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 50 ადამიანი დასაქმდება ასანთის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ხობში ორი წლის ვადაში ამოქმედდება.
 
საწარმოს შპს "მარსი" ააშენებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.

"თქვენ იცით, რომ ამჟამად ასანთი არის სრულად იმპორტირებული ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, შენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოება ექნება. საუბარია დაახლოებით 100 მილიონ კოლოფზე წელიწადში. აქ ინვესტიციების რაოდენობა მილიონ ორასი ათასი ლარია", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
უკან დაბრუნება
667ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი