შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.01.2016 | 16:31

Yahoo-მ ონლაინ ინტერნეტ პორტალის Screen-ის ფუნქციონირება შეაჩერა

კატეგორია: მსოფლიო
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკულმა ინტერნეტ კომპანია Yahoo!-მ ონლაინ ინტერნეტ პორტალის Screen-ის ფუნქციონირება შეაჩერა. გადაწყვეტილბის მიზეზი მომხმარებელთა დაინტერესების დაბალი მაჩვენებელი იყო. 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის სექტემბრამდე უნიკალური მომხმარებლების რიცხვი არ შეცვლილა და 25 მილიონს შეადგენდა. ამავე დროს, YouTube-ს აუდიტორია 15% ით გაიზარდა და 862 მილიონს მიაღწია, Facebook-ის მომხმარებელთა მატება 50%-იანი იყო და 589 მილიონი შეადგინა. „ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენს პროდუქტებს და ვცდილობთ მომხამრებელს საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ", - განმარტა კომპანიის პრეს-სპიკერმა.
 
Yahoo!_მ პროექტი Screen 2013 წელს აამუშავა და ვარაუდობდა, რომ შეძლებდა ABC და Live Nation-ის მსგავსი პრფესიული კონტენტით წარმატებულად ემუშავა. პროექტისათვის რომელიც გენერალური დირექტორის ერთ ერთი ცენტრალური სტრატეგია იყო, Yahoo-მ 100 მილიონზე მეტი დახარჯა.
უკან დაბრუნება
454ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი