შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.12.2015 | 10:36

ყაზახეთმა 200-მდე დასახელების რუსული, უკრაინული და ბელორუსული პროდუქტი "შავ სიაში" შეიყვანა

კატეგორია: მსოფლიო
ყაზახეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფონდის მონიტორინგის შედეგად, სხვადსახვა სახეობის პროდუქცია რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან შეუსაბამოო პროდუციის რეესტრში შევიდა,-იუწყება Rambler news service-ი. შემოწმებული იქნა თევზის, რძის, ხორცის, ფრინველის, ბურღულეული, ზეთ-ცხიმოვანი და საკონდიტრო ნაწარმი.

"შავ სიაში" 7 სახეობის საკონდიტრო, 10 ხორცის, 2 მაკარონის და სხვა ბურღულეული ნაწარმი, ასევე 3 სახეობის-ზეთ-ცხიმოვანი პროდუქტი მოხვდა. ხორცეულში ნაწლავური ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინეს, ხოლო დანარჩენ პროდუქციაში ჭარბი კონცენტრანტები შეინიშნება. პროდუქცია საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, მიკრობილოგიურ, ქიმიურ მაჩვენებლებს და მარკირებას არ შეესაბამება, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეუსაბამო პროდუქტები ყაზახეთის 14 რეგიონში იყიდება. ყაზახეთმა დაახლოებით 200-მდე სახეობის პროდუქტზე თქვა უარი.
უკან დაბრუნება
228ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი