შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 18:15

ყაზახური ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

კატეგორია: მსოფლიო
ყაზახური ეროვნული ვალუტის, ტენგეს კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 329,67 ტენგე გახდა. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით, 10,55 ტენგეთი მაღალია. ვალუტამ გაუფასურება ევროსთან მიმართებითაც განიცადა.

Rbc.ru-ს ინფორმაციით, ისტორიის მანძილზე ტენგე ყველაზე მეტად გაუფასურდა, 1993 წლის შემდეგ. ტენგეს სწრაფ გაუფასურებას ექსპერტები ყაზახეთის ეკონომიკის გაუარესებას უკავშირებენ, რის გამოც დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია.

მიმდინარე წლის თებერვალში, ყაზახურმა ეროვნულმა ვალუტამ 20 პროცენტიანი დევალვაცია განიცადა, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა კურსი 185 პუნქტზე დააფიქსირა.
უკან დაბრუნება
661ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი