შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.12.2015 | 11:00

ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია

კატეგორია: ბიზნესი
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს (დაახლოებით 4,24 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 4,07 ლარი), დიზელის საწვავი - 1,27 ევროს (დაახლოებით 3,23 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 4,01 ლარი), დიზელის საწვავი - 1,46 ევროს (დაახლოებით 3,71 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,57 ევროს (დაახლოებით 3,99 ლარი), დიზელის საწვავი - 1,45 ევროს (დაახლოებით 3,68 ლარი).
 
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,52 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,54 ევრო (დაახლოებით 1,37 ლარი), დიზელის საწვავი - 0,51 ევროს (დაახლოებით 1,30 ლარი).

სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,90 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,87 ევროს (დაახლოებით 2,21 ლარი), დიზელის საწვავი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,53 ევროს (დაახლოებით 1,35 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,93 ლარი), დიზელის საწვავი - 0,67 ევროს (დაახლოებით 1,70 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,11 ლარი), დიზელის საწვავი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,85 ლარი).
 
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,99-2,00 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,89-1,95 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,73-1,88 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,72-1,75 ლარი; ევრო დიზელი - 1,87-1,95 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 20-25 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
უკან დაბრუნება
343ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი