ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.12.2015 | 23:14

ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები

კატეგორია: მსოფლიო
"ბიზნესინსაიდერი" 2016 წლის ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს ასახელებს. გამოცემამ შესაბამისი რეიტინგი CareerBuilder-ისა და Economic Modeling Specialists Intl.-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა და ამისთვის მოთხოვნის, მიწოდებისა და ანაზღაურების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოიყენა. CareerBuilder-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ ფერგიუსონის ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილები ძირითადად ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. ასევე დასაქმების მსურველთათვის პოპულარულია მარკეტინგის, გაყიდვებისა და ტრანსპორტის სფეროებიც. ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს შორის „ბიზნესინსაიდერი“ კომპიუტერული სისტემების მენეჯერს ასახელებს, რომლის საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალი - 61,37 დოლარია. 2010-დან 2015 წლამდე აღნიშნული პოზიციის რაოდენობა აშშ-ის მასშტაბით 42 942-ით გაიზარდა. რეიტინგში მეორე ადგილს მარკეტინგის მენეჯერი იკავებს, რომლის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 61,12 დოლარს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ამ პოზიციის რაოდენობა აშშ-ში 23 692-ით გაიზარდა. მესამე პოზიციას იკავებს ფარმაცევტი. 2010-დან 2015 წლამდე ფარმაცევტის პოზიციის რაოდენობამ 14 591-ით იმატა. აშშ-ში აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი 58,15 დოლარს შეადგენს.

"ბიზნესინსაიდერის“ მიერ შედგენილ რეიტინგში, ყველაზე მოთხოვნად სამუშაო პოზიციებს შორის ფინანსური მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, ე.წ ვებ-დეველოპერი, ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი, თერაპევტი და ინჟინერიც მოხვდა.
უკან დაბრუნება
785ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი