შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 14:06

ზურაბ გვასალია: ამ ცოდვებს აბრალებენ საბანკო სექტორს, რაც ნამდვილად არასწორია

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ბანკების ასოციაცია პრემიერთან შეხვედრისას საპოლიციო წესით გამოსახლების საკითხის დაყენებას გეგმავს. როგორც დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ ჟურნალისტებს განუცხადა ის იმედს იტოვებს, რომ ახალი პრემიერი მოთხოვნას გაითვალისწინებს.
 
"ეს იმდენად საბანკო სექტორის პრობლემა არ არის, რამდენადაც ზოგადად საკუთრების უფლების შეზღუდვა. ეს უფრო მეტად რეპუტაციული რისკია, ამ ცოდვებს აბრალებენ საბანკო სექტორს, რაც ნამდვილად არასწორია. მინიმალურია ჩვენი წილი იმაში თუ ჩვენ დღეს რა სიტუაციაში ვართ. მაგალითად, „თიბისი ბანკს“ ბოლო 5 წელია საპოლიციო გამოსახლება არ ჰქონია, ესეა მთლიანად საბანკო სექტორშიც, მაგრამ ეს გარემოს აუარესებს და ზღუდავს საკუთრების უფლებას. პრემიერი საბანკო სექტორიდან მოდის და დარწმუნებული ვარ მისი მხრიდან გაგება იქნება", - განაცხადა გვასალიამ.
უკან დაბრუნება
385ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი