ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG

კონექტი

დიზაინ სტუდია
მისამართი:ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, თბილისი 0186
ტელეფონი:32 2470770
www.connect.ge

კომპანიის შესახებ

კონექტი ეს არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ქმნის სარეკლამო იდეას და შემდეგ თავისი პროდაქშენით ხორცს ასხავს ამ იდეას. მათ აქვთ ძალა დააკავშირონ დამკვეთის პროდუქტი და მათი მომხმარებელი ერთმანეთს. აქ ნებისმიერი კლიენტი იღებს იმაზე მეტ შედეგს ვიდრე სარეკლამოსგან ელოდება, რადგან კონექტის განვითარება პირდაპირ პროპორციულია მისი კლიენტების წარმატების. კომპანია სიამოვნებას ანიჭებს თავის დამკვეთს იმით, რომ აკმაყოფილებს მათი მომხმარებლის ყველა მოთხოვნას.
 
კონექტი ქმნის ბრენდინგს, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ლოგოს და გრაფიკულ ელემენტებს, არამედ კარგად გააზრებულ სტრატეგიულ გეგმას. იგი სრულად გადმოსცემს მომხმარებელს თქვენი ბიზნესის შესახებ და ემოციურად გაკავშირებთ მათთან.

იმისათვის რომ მომხმარებელმა გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის სასარგებლოდ მიიღოს საჭიროა სარეკლამო რგოლით სწორი ემოციური განწყობის მიწოდება. ამ შედეგის მისაღწევად კონექტი პროდუქტის სპეციპიკაციდან გამომდინარე იყენებს ვიდეო გადაღებას, მოძრავ გრაფიკას ან ანიმაციურ ვიდეოს.

21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალურ საკომუნიკაციო არხს - ვებ გვერდს კონექტი განსაკუთრებული მიდგომით ეკიდება: არ შეიძლება უბრალოდ გააკეთო ვებ გვერდი თუ ის არ გაყიდის პროდუქტს. შესაბამისად კონექტში დამზადებული თითოეული გვერდი კომპანიის იმიჯის და მისი პროდუქტის საუკეთესო მხრიდან წარდგენას ემსახურება, ამასთან ერთად პრაქტიკულია, ადვილად გამოყენებადი და ნებისმიერი არაპროფესიონალი ადმინისთვისაც კი ადვილი სამართავი.

კონექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ჰოსტინგი. ეს არის ინტერნეტ მომსახურება, რომლის დროსაც თქვენ გამოგეყოფათ ინტერნეტში არსებულ სერვერ-კომპიუტერზე სივრცე და სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტები რათა საშუალება გქონდეთ განათავსოთ და მართოთ ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში. კონექტი უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის განთავსებისთვის და მართვისთვის საჭირო ყველა საშუალებას, შესაბამის ვებ სივრცეს, მუდმივ 24 საათიან ჩართვას ინტერნეტში, ინფორმაციასთან დაკავშირების მაღალ სიჩქარეს და თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.

კონექტი ამაყია, იმით რომ დამკვეთთა უმრავლესობა აგრძელებს მათთან ურთიერთობას და მათი თანამშრომლობა არ არის ერთჯერადი. რაც სარეკლამოს აძლევს საშუალებას გააგრძელოს პროექტზე მუშაობა და სრულყოს თავისი ნამუშევრები.
უკან დაბრუნება
1635ნახვა

დაამატეთ თქვენი ბიზნესი

თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი გადაიხედება 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ მითიტებულ ელ. ფოსტაზე

დაამატეთ თქვენი ბიზნესი

მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა! მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის
თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი გადაიხედება 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ მითითებულ ელ. ფოსტაზე