ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG

ORC დეველოპმენტი

სამშენებლო კომპანია
მისამართი:შატბერაშვილის და კეკელიძის ქ. მიმდებარედ
ტელეფონი:591 22 95 99
www.orc.ge

კომპანიის შესახებ

დეველოპერული კომპანია ORC

სამშენებლო კომპანია ORC ძირითადად ოპერირებს აზერბაიჯანში, იგი დაფუძნებულია პარტნიორების გამოცდილებაზე, რომლებიც 8 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებენ მშენებლობის სხვადსხვა პროექტებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ORC-ს გააჩნია ფილიალი საქართველოში და გეგმავს განვითარებას სხვა ქვეყნებში.

ORC-მ განახორციელა ინვესტიცია საქართველოში (ORC GEORGIA), რომელიც არის პირველი ეტაპი შემდგომი ინვესტიციების. კომპანიის მისიაა განახორციელოს სხვადასხვა ტიპის საინტერესო, ქვეყნისთვის აუცილებელი პროექტები და შექმნას კლიენტის კმაყოფილებაზე გათვლილი სტანდარტები მშენებლობის სფეროში.
წლების განმავლობაში ORC-მ შეიძინა საიმედო პარტნიორები (Caparol, Uzin, Scheucher, Xypex), რომლებიც წარმოადგენენ წამყვან ევროპულ ბრენდებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. თანამშრომლები სისტემატიუარდ გადიან სწავლებებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს, სწორი სტანდარტების და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.
21-ე საუკუნეში, როდესაც კონსტრუქციული მიღწევები გაოცებას აღარ იწვევს, დიზაინი გახდა მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია იზიარებს თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებს და წარმოდგენებს დიზაინის შესახებ, რის გამოც ყავს საკუთარი გუნდი დაკომპლექტებული არქიტექტორ-დიზანერებით. სისტემატიურად ხდება მათი ვიზიტები მსოფლიოს მაშტაბით გამართულ გამოფენებზე.

რას გთავაზობთ ORC საქართველოში?

უკანასკნელ წლებში საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარებამ და კონკურენციამ, ბინის შეძენის მსურველებში ახალი ტიპის მოთხოვნები და პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. ORC მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებული უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხსის მასალებით.
ყველა ეტაპზე კომპანია ამოწმებს, ადგენს დოკუმენტს შესრულებული სამუშაოს ან მასალის ხარისხზე მის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
მშენებლობა გაკონტროლებულია ვიდეო კამერის დახმარებით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ასევე კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობების დასრულების შემდგომ მათი ექსპლუატაციის კონტროლს.

მიმდინარე პროექტი იხილეთ ბმულზე: http://www.orc.ge/ka/project/saxli-vakeshi/23/
უკან დაბრუნება
2022ნახვა

დაამატეთ თქვენი ბიზნესი

თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი გადაიხედება 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ მითიტებულ ელ. ფოსტაზე

დაამატეთ თქვენი ბიზნესი

მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა! მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის
თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადი გადაიხედება 24 საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ მითითებულ ელ. ფოსტაზე